ენტონი ბლინკენი - ვიმედოვნებ, რომ პეკინი არ შექმნის კრიზისს და არ მოძებნის მიზეზს, გაზარდოს აგრესიული სამხედრო მოქმედებები ტაივანთან მიმართებაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოთქვა იმედი, რომ პეკინი არ შექმნის კრიზისს ტაივანის ირგვლივ, კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოტის ვიზიტის შემდეგ. ამის შესახებ ბლინკენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც წვრთნების ფარგლებში ჩინელმა სამხედროებმა რაკეტები ტაივანის ირგვლივ არსებული წყლების მიმართულებით გაუშვეს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, „ერთ ჩინეთთან“ დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაში, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, არაფერი შეცვლილა.

„ვიმედოვნებ, რომ პეკინი არ შექმნის კრიზისს და არ მოძებნის მიზეზს გაზარდოს აგრესიული სამხედრო მოქმედებები“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დარწმუნებულები არიან, რომ ესკალაცია მომგებიანი არავისთვის არ არის და შეიძლება ჰქონდეს გაუთვალისწინებელი შედეგები, რომელიც არ იქნება არც ერთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი კვლავ დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით ტაივანის სრუტეში.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს ქვო, განსაკუთრებით, ძალის გამოყენებით“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში აშშ-ს აქტიური კომუნიკაცია აქვს პეკინთან, რათა ეს მესიჯი ჩინეთის ხელისუფლებამდე მიიტანოს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩინეთის გაფრთხილებების მიუხედავად, ტაივანს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია. ოფიციალური ჩინეთის განცხადებით, ამით ვაშინგტონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია