ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, საყვედურის გამოსაცხადებლად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, საყვედურის გამოსაცხადებლად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ქვეყნების ელჩები, ევროკავშირისა და G7-ს მიერ ჩინეთის წვრთნების გაკრიტიკების საპასუხოდ, საყვედურის გამოსაცხადებლად დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო უწყებამ G7-სა და ევროკავშირის კრიტიკას „ჩინეთის საშინაო საქმეებში უსაფუძვლო ჩარევა უწოდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ პროტესტის გამოსახატად ევროპის რომელი ქვეყნების ელჩები დაიბარეს.

ცნობისთვის, ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა წვრთნების შეფასებისას აღნიშნა, ჩინეთის სამედრო წვრთნები ტაივანის სიახლოვეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.