დავით სერგეენკო - სააკაშვილის ჯანმრთელობას  განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ყოფნის საკითხს კი ადვოკატები - მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ, მათ ეწოდებათ „ექიმები“

სააკაშვილის ჯანმრთელობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხს - ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ამასთან, სერგეენკო მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე.

„ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. სანამ ეს პარიტეტი გაგრძელდება, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება.

რაც შეეხება სამკურნალოდ გადასვლას ან მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას, მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ, ამ პროფესიას ეწოდება „ექიმები“, არ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს