ტაილანდში კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით დაშავდა

ტაილანდის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჩონბურის პროვინციაში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა.

სამართალდამცავების განცხადებით, ცეცხლი პარასკევს, ადგილობრივი დროით 1:00 საათზე გაჩნდა.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გამორბიან კლუბიდან ცეცხლმოკიდებული ადამიანები.

მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდირებას ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. გარდაცვლილთა ცხედრები, რომელთაგან ოთხი ქალი იყო, ხოლო ცხრა მამაკაცი, უმეტესად სადარბაზოსთან და სააბაზანოებში იპოვეს.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაზარალებულთა ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ და მოუწოდა გასართობ ადგილებს ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყონ შესაბამისი საევაკუაციო გასასვლელები და უსაფრთხოების ზომები.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს