მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი დროებით ოკუპირებულ დასახლებებში მიმართავს მასობრივ დაპატიმრებას და წამებას, მოაწყო საფილტრაციო ბანაკები, ზღუდავს პროდუქტების გაცემას - გვჭირდება იარაღი, რათა გავათავისუფლოთ ადამიანები

რუსეთის ფედერაცია უკრაინის სამხრეთით დროებით ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში მიმართავს მასობრივ დაპატიმრებებს და წამებას, მოაწყო საფილტრაციო ბანაკები, ზღუდავს პროდუქტების გაცემას, დაამყარა ტოტალური კონტროლი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება იარაღი ადამიანთა გასათავისუფლებლად.

„როგორ გამოიყურება უკრაინის სამხრეთი ნაწილის რუსული ოკუპაცია? საფილტრაციო ბანაკები, მასობრივი დაკავებები და წამება, საკვების შეზღუდული გაცემა, ტოტალური კონტროლი, არავითარი უფლებები და თავისუფლებები. ომის გაყინვა ნიშნავს ახალი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიღებას მილიონობით მძევლით. უკრაინას სჭირდება იარაღი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ ადამიანები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.