საბერძნეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა პანაიოტის კონტოლეონმა თანამდებობა დატოვა

საბერძნეთის მთავრობაზე მზარდი ზეწოლის ფონზე, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა პანაიოტის კონტოლეონმა თანამდებობა დატოვა. საქმე ეხება ჯაშუშური ვირუსული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებულ სკანდალს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ კვირის დასაწყისში კონტოლეონმა აღიარა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი საბერძნეთის დაზვერვის სამსახური ქვეყანაში მომუშავე CNN-ის ჟურნალისტს, ტანასის კუკაკისს უთვალთვალებდა.

მედიის ცნობით, კონტოლეონეს გარდა, თანამდებობა დატოვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის მთავარმა თანაშემწემ, გენერალურმა მდივანმა გრიგორის დიმიტრიადისმა. საბერძნეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხელისუფლება არ იყენებს მავნე პროგრამას, რომელიც სავარაუდოდ CNN-ის ჟურნალისტის ტელეფონის გასატეხად გამოიყენეს. ამასთან, მთავრობა უარყოფს იმ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც აღნიშნულ ჯაშუშურ კომპიუტერულ პროგრამას ყიდიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო