ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აშშ კვლავ უხეშად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და დროდადრო ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ქვეყანა „ისტორიულად საგარეო აგრესიის მსხვერპლი იყო“.

„ჩინეთი ისტორიულად საგარეო აგრესიის მსხვერპლი იყო. დღეს აშშ კვლავ უხეშად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში და დროდადრო ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ჩუნინგმა.

საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია თანმიმდევრული იყო.

„შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად უნდა მიიღოს და პატივი სცეს ჩინელი ხალხის ძირითად ინტერესებს და მტკიცე ნებას, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს შეადგენს“, - დასძინა ჩუნინგმა.

მისივე თქმით, თუ აშშ მართლაც პასუხისმგებლიანი ქვეყანაა, მან თავიდანვე უნდა აღკვეთოს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის „უპასუხისმგებლო აგრესია“ და ასევე ვაშინგტონს უნდა გაეყვანა არაერთი სამხედრო ხომალდი თუ საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც მან „ჩინეთის ზღურბლთან განალაგა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს