შარლ მიშელმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ყარაბაღში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ყარაბაღში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილა.

"რეგიონში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ცალკე-ცალკე სატელეფონო ზარები მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან", - დაწერა მიშელმა „ტვიტერზე“.

მისივე განცხადებით, ერთობლივად მუშაობენ დეესკალაციისა და ღია კავშირების უზრუნველსაყოფად.

„ბრიუსელში ჩვენი მომავალი შეხვედრის წინ, მთავარია დიალოგი და კონკრეტული პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის ყველა საკითხზე“, - დასძინა მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა