ქაბულში, შიიტურ საცხოვრებელ უბანში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულში, შიიტურ საცხოვრებელ უბანში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავღანეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში, შიიტურ საცხოვრებელ უბანში განხორციელებულ აფეთქებას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 ადამიანი კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერის თქმით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას მოხდა.