მაკა ბოჭორიშვილი - საოკუპაციო  ხაზთან მდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში იმყოფებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

„აქ, ამ სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლას ესტუმრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა