მიხაილო პოდოლიაკი - რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური აიღეს და სახიფათო პროვოკაციებს აწყობენ - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და გაერომ რუსეთისგან  ამ ტერიტორიის დატოვება უნდა მოითხოვონ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და გაერომ რუსეთისგან მკაცრად უნდა მოითხოვონ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და ის სპეციაური კომისიის კონტროლს დაუქვემდებარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

„ევროპის ბევრ ქალაქში ეს შაბათი დილა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ გუშინ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწაულის ძალით არ აიწია ჰაერში. რუსებმა აიღეს ელექტროსადგური და აწყობენ სახიფათო პროვოკაციებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და გაერომ რუსეთისგან მკაცრად უნდა მოითხოვონ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და ის სპეცილაური კომისიის კონტროლს დაუქვემდებარონ“,- განაცხადა პოდოლიაკმა

. ცნობისთვის, დღეს ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანიის „ენერგოატომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დილიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს