თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ამირან გამყრელიძე „საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია“

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამირან გამყრელიძე საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია“.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, გამყრელიძე გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნებაა.

ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კავშირში არ არის „პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან“.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას