მედია - ისრაელის დარტყმების შედეგად, პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი მეთაურია ლიკვიდირებული

ისრაელის ავიადარტყმის შედეგად, პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური გაანადგურეს.
„ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინელმა „ბოევიკებმა“ დღეს განაცხადეს. მათი ცნობით, მათი მეორე მეთაური მოკლულია ტრანსსასაზღვრო ესკალაციის ფონზე.
როგორც მედია წერს, მოკლულია ჰალედ მანსური, რომელიც ღაზის სექტორში ჯიჰადის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. მანამდე ერთი დღით ადრე, ისრაელის დარტყმის შედეგად, „ბოევიკების“ ლიდერი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში გაანადგურეს.
მედიის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ამ დროისთვის, გარდაცვლილია 29 პალესტინელი. პალესტინური მხრიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულია ასობით რაკეტა, რაც ადასტურებს იმას, რომ არსებული ვითარება იმაზე გაცილებით ძალადობრივია, ვიდრე 2021 წლის 11 დღიანი ომის დროს იყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია განაგრძობს ღაზას სექტორში სამიზნეებზე დარტყმას "სიზუსტით და პასუხისმგებლობით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი მშვიდობიან მოსახლეობაში. ოპერაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე საჭირო იქნება“.

























