აკაკი ბობოხიძე - რეალური საფრთხე დღეს კარს მოგვადგა და მუდმივად ჩვენთან ერთად არის რუსული იმპერიის სახით, პრობლემაა ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა  და არა ათასობით შემოსული რუსი

რეალური საფრთხე დღეს კარს მოგვადგა და მუდმივად ჩვენთან ერთად არის რუსული იმპერიის სახით, პრობლემაა ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა და არა ათასობით შემოსული რუსი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას.

აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ხელისუფლებასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მზად არის შეეგუოს დამპყრობელს და ენის მოჩლექით ელაპარაკება.

„პრობლემა არის საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც არ იქცევა ადეკვატურად და იმის შესაბამისად, რა გამოწვევების წინაშეცაა დღეს ქვეყანა. პრობლემა არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შემგუებლურია რუსული საფრთხეების მიმართ მაშინ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოსთან აბსოლუტური მიუღებლობა აქვს. რეალური საფრთხე დღეს კარს მოგვადგა და მუდმივად ჩვენთან ერთად არის რუსული იმპერიის სახით, პრობლემაა ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა და არა ათასობით შემოსული რუსი. რუსი ვერ იქნებოდა პრობლემა საქართველოს რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არის ადეკვატური და ქვეყნის უსაფრთხოებაზე მოფიქრალი. პრობლემა ხალხის იმ ნაწილშია, რომელიც მზად არის შეეგუოს დამპყრობელს და ენის მოჩლექით ელაპარაკება, მაშინ როდესაც მეგობრებთან დიდ გულზე არიან, სადაც მუშტის მიღების შანსია მათთან იქცევიან როგორც მლიქვნელები და ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველაფერი დათმონ თავისუფლების ხარჯზე“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა