ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ეკუთვნის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ეკუთვნის

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა.

კომენტარს „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ფინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ეკუთვნის“ , - აღნიშნა ჰაავისტომ.