აკაკი ბობოხიძე - 21:00 საათზე კლასიკური გიმნაზიის წინ გვექნება აქცია: „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ - ყველას მოვუწოდებ, მხარდასაჭერად მოვიდნენ

დღეს როგორც არასდროს გაგვიჩნდა შანსი დანარჩენი მსოფლიო დღევანდელ პრობლემებთან ერთად დავაფიქროთ საქართველოსა და ქართველი დევნილების პრობლემებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პირველ გიმნაზიასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე განცხადებით, დანარჩენ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ პრობლემა არამხოლოდ პუტინში, არამედ რუსულ სახელმწიფოშია და პუტინის დამარცხებით რუსული იმპერიალიზმის საფრთხე არ მოისპობა.

აკაკი ბობოხიძე მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს კლასიკურ გიმნაზიასთან დაგეგმილ აქციას სახელწოდებით „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ შეუერთდნენ.

„დღეს, 21:00 საათზე, კლასიკური გიმნაზიის წინ რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე გვექნება აქცია - „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“. დღეს როგორც არასდროს გაგვიჩნდა შანსი დანარჩენი მსოფლიო დღევანდელ პრობლემებთან ერთად დავაფიქროთ საქართველოსა და ქართველი დევნილების პრობლემებზე. ბუჩამდე იყო აფხაზეთი და აფხაზეთის დროს არ იყო პუტინი, მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ პრობლემა არის არამხოლოდ პუტინში, არამედ რუსულ სახელმწიფოში და პუტინის დამარცხებით რუსული იმპერიალიზმის საფრთხე არ მოისპობა. ნებისმიერ ქართველს, რომელსაც სჯერა, რომ დღეს საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი პრობლემების წარმოჩენის საქმეში მოვუწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროს ამ აქციას და თავისი მხარდასაჭერად მოვიდნენ აქ ჩვენთან ერთად“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას