ედგარს რინკევიჩსი - 14 წლის წინ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ - თუ მაშინ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეჩერებული იქნებოდა, ალბათ, არ გვექნებოდა უკრაინაში შეჭრა

14 წლის წინ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. თუ მაშინ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეჩერებული იქნებოდა, ჩვენ ალბათ არ გვექნებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ლატვია ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- დასძინა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

























