ოლაფ შოლცი - წინ რთული თვეები გველის, მაგრამ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა არ შემცირდება, თუნდაცელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები კიდევ უფრო გაიზარდოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
”წინ რთული თვეები გველის, მაგრამ აშკარაა, რომ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს და ვდგავართ იმ სანქციების უკან, რომლებზედაც შევთანხმდით ევროკავშირთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად”,- განაცხადა პრესსპიკერმა.
მან ასევე გამორიცხა დაბლოკილი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის დამტკიცება.

























