ამირან გამყრელიძე - თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადებით - მთელი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ - მე არავის ვუპირისპირდები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს, რა ვადაში მოხდება გადაბარების პროცესი.

„გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. დიდი დაწესებულებაა და ასე მარტივად, ერთ დღეში ვერ მოხდება, უნდა მოხდეს გადაბარება. მე ვტოვებ პირადი განცხადებით. მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან არ მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მე არავის ვუპირისპირდები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია