გენშტაბი - მტერი ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით შეტევით ბრძოლებს აწარმოებს

მტერი ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით შეტევით ბრძოლებს აწარმოებს. ჩვენმა დამცველებმა ველიკა ნოვოსელკასა და ვრემივკას რაიონებში სადაზვერვო ჯგუფები გაანეიტრალეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა არტილერიიდან დაბომბა ბრაჟკოვკას, კარნაუხოვკას, სულიგოვკას, დმიტროვკას, პროტოპოპოვკას, ადამოვკას, ზალიმანის, მაზანოვკასა და დოლინას ტერიტორიები.
„დონეცკის მიმართულებით, ოპერატიულ-ტაქტიკური და სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით, მტერი აწარმოებს შეტევით ბრძოლებს ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, ცდილობს საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით გამოდევნოს ჩვენი ქვედანაყოფები ოკუპირებული საზღვრებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ კრამატორსკის მიმართულებით ოკუპანტებმა დაბომბეს გრიგოროვკას, სევერსკის, ვერხნეკამენსკის, ზაკეტნისა და ივანო-დარიევკას ახლომდებარე ტერიტორიები.
„ბახმუტის მიმართულებით, რაშისტებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სოლედარის, კოდემას, ბელოგოროვკას, ბახმუტსკის, ვიემკას და ვერშინას მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ საჰაერო დარტყმები განახორციელა მარინკას, კრასნოგოროვკას, ნოვოსელოვკას, ავდიივკას დასახლებების ტერიტორიებზე.
„დამპყრობლები ასევე ცდილობდნენ შეტევითი ბრძოლების ჩატარებას კრასნოგოროვკასა და ავდიივკას მახლობლად. თუმცა ჩვენმა დამცველებმა მტერი მოიგერიეს, ამიტომ რაშისტებმა უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე დასახლებას. საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა ველიკაია ნოვოსელკას, შჩერბაკოვსა და ნოვოსელკას მახლობლად.
„ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა გაანეიტრალეს სადაზვერვო ჯგუფები ველიკა ნოვოსელკასა და ვრემივკას რაიონებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

























