ანრი ოხანაშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე - ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები

ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ქვეყნის მიმართ მტრულია.

„ის ხალხი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინოს მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეკითხვას უკვე უპასუხა და მისი პასუხი ჟურნალისტებს შეუძლიათ მიიღონ პასუხად ან არ მიიღონ.

„მე გიპასუხეთ, თქვენ პასუხი არ გაინტერესებთ, პარტიული ტელევიზიები არ ხართ ორიენტირებული პასუხების მოსმენაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა. მედიის წარმომადგენლის საპასუხო რეპლიკაზე, რომ ჟურნალისტებს აქვთ დამატებითი კითხვები და აქვთ უფლება ეს კითხვები დასვან, ოხანაშვილმა ჟურნალისტს მიმართა: „ხმას ნუ უწევთ, ტონი გაასწორეთ. ჩემგან პასუხი მოისმინეთ, თქვენ პასუხის მოსმენის ინტერესი არ გაქვთ, წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ. ფორმალურად სვამთ შეკითხვას და პასუხის მოსმენის და მიღების ინტერესი არ გაქვთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნულით მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა, კერძოდ, განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს. „ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს,“ - განაცხადა პოდოლიაკმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია