ირაკლი ქადაგიშვილი 3 ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით - არავინ ტელევიზიების სანქცირებას არ ითხოვს, კანონი  ყველას აძლევს საშუალებას, რომ რაღაც საკითხზე სარჩელი შეიტანოს

როგორ გეკადრებათ? - არავინ (ტელევიზიების) სანქცირებას არ ითხოვს, კანონი აძლევს ყველას საშუალებას, რომ რაღაც საკითხზე სარჩელი შეიტანოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" მარეგულირებელ კომისიაში "ტვ პირველის", "მთავარისა" და "ფორმულას" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, მას კონკრეტულ სარჩელზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მათ აქვთ უფლება სამართლებრივ გზას მიმართონ.

"მე არ ვიცი, რა რეკლამაზეა საუბარი და კონკრეტულად რა სარჩელზე. თქვენ ამბობთ, რომ "სარჩელი შეიტანეს", ანუ ჩვენ სამართლებრივი გზით რაღაცას ვაპროტესტებთ, გვაქვს ამის უფლება? - კანონით გვაქვს. ალბათ, არის რაღაც საკითხი, რომლის გაპროტესტებაც კანონით უნდა მოხდეს. თუ კანონით აღმოჩნდება, რომ სანქცია ეკუთვნით, მაშინ ეს არის კანონიერი გადაწყვეტილება, თუ კანონი გადაწყვეტს, რომ არ გეკისრებათ, მაშინ არ გეკუთვნით,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი შეიტანა "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" წინააღმდეგ, რასაც ტელევიზიაში მედიაზე წნეხის შექმნის მცდელობად აფასებენ.

"ქართული ოცნება" ბრალს გვდებს იმაში, რომ ჩვენ არაასაარჩევნო პერიოდში გავუშით პოლიტიკური რეკლამა. "ქართული ოცნება" ჩივის იმაზე, რომ მათი სინქრონებია გამოყენებული 24 ივნისის აქციის მოწოდების კლიპში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს და ჩვენ ეს ეთერში გავუშით. "ქართულ ოცნებას" ყოფნის თავხედობა, რომ მარეგულირებელი კომისია გამოიყენოს იმისთვის, რომ ერთგვარად დაგვაჯარიმოს. ამის პრეცედენტი "მთავარ არხზე" უკვე იყო. მიზანი ამ ყველაფრის იქნება ფინანსური სანქციები“, - აცხადებს "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო