დიმიტრი პესკოვი - ზელენსკის აზროვნების ირაციონალურობა მასშტაბურია - რუსეთის ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა უპერსპექტივო პროცესია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ, ირაციონალურია.

“რა თქმა უნდა, აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს შეიძლება მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეფასდეს. რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს”, - აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა იმიტომ, რომ რუსები სხვის მიწებს იტაცებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა