ანრი ოხანაშვილი „ტვ პირველის“, „მთავარის“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელზე - მითხარით, სად ნახეთ პრაქტიკა, როცა ცილისწამება და ტყუილი მისაღებია და თუ ამაზე ადრესატს სამართლებრივი რეაგირება აქვს, ეს თურმე მედიაზე ზეწოლას ნიშნავს?

თუკი დავის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, დავა უნდა დაიწყოს, - ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სამი ოპოზიციური არხის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, პარტიის არგუმენტები და პოზიცია კონკრეტული რეკლამის თაობაზე საქმის განხილვის პროცესში იქნება წარდგენილი.

„არც ევროპის ფარგლებში, არც საქართველოში არ არსებობს სივრცე, რომელიც ერთ პირს - თუნდაც პარტიულ ტელევიზიას მისცემს საშუალებას, სიყალბე და დეზინფორმაცია გაავრცელოს და მეორე მხარეს ამ სიყალბეზე რეაგირების უფლება არ ჰქონდეს. მითხარით, რომელი ევროპული კანონმდებლობა იცით, რომლის მიხედვით, ცილისწამება, ტყუილი და დეზინფორმაცია მისაღებია და თუ ამაზე ადრესატს სამართლებრივი რეაგირება აქვს, ეს თურმე მედიაზე ზეწოლას ნიშნავს. დამისახელეთ, სად ნახეთ ასეთი პრაქტიკა და გამოცდილება?!" - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, "ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი შეიტანა "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" წინააღმდეგ, რასაც ტელევიზიაში მედიაზე წნეხის შექმნის მცდელობად აფასებენ. "ქართული ოცნება" ბრალს გვდებს იმაში, რომ ჩვენ არასაარჩევნო პერიოდში გავუშვით პოლიტიკური რეკლამა. "ქართული ოცნება" ჩივის იმაზე, რომ მათი სინქრონები გამოყენებულია 24 ივნისის აქციის მოწოდების კლიპში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს და ჩვენ ეს ეთერში გავუშვით. "ქართულ ოცნებას" ყოფნის თავხედობა, რომ მარეგულირებელი კომისია გამოიყენოს იმისთვის, რომ ერთგვარად დაგვაჯარიმოს. ამის პრეცედენტი "მთავარ არხზე" უკვე იყო. მიზანი ამ ყველაფრის იქნება ფინანსური სანქციები“, - აცხადებს "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე