საგანგებო სამსახურების ცნობით, ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

იქამდე რუსეთის თავდაცვის უწყება, აცხადებდა, რომ აფეთქების შედეგად, რომელიც საბრძოლო მასალების დეტონაციამ გამოიწვია, არავინ დაშავებულა.

როგორც ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ჯერ ადრეა მსხვერპლზე საუბარი, მისი თქმით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მედიკოსები ადგილზე მუშაობენ, ისინი საკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილები. ძალიან ადრეა მსხვერპლის შესახებ საუბარი. სამოქალაქო პირებიდან სამედიცინო დახმარებისთვის ჯერ არავის მიუმართავს“,- განაცხადა სერგეი ოქსიონოვმა.

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს