რუსლან სტეფანჩუკი - ყველამ გაიგო, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის პროპაგანდა შეუთავსებელია, რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას - კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ დასავლეთის რიგი ქვეყნების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური თანხმობა არ არსებობს, თუმცა ქვეყნები ერთი მეორეს მიყოლებით უარს ამბობენ რუსებზე ვიზების გაცემაზე, ანუ ფიქსირდება ინდივიდუალური პოზიცია.

რადას სპიკერის განმარტებით, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ბელგია ის ქვეყნებია, რომლებიც ყოყმანის გარეშე აწესებენ შეზღუდვებს და აჩვენებს რუსებს, რომ ევროპაში მათი ჩასვლა არ უხარიათ.

„როგორც იქნა ყველამ გაიგო, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის პროპაგანდა - ერთმანეთთან შეუთავსებელი რაღაცებია.

ამის შემდეგ რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას შვებულების დროს და ვერ დატკბებიან იმ სიკეთეებით, რომელთა შესაქმნელად მათ არაფერი გაუღიათ, ვერ ჩაიტანენ იქ თავის პროპაგანდას და ვერ შეაქებენ თავის ცხოვრების წესს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში, თქვენ ხომ ეს გინდოდათ?",- განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისივე ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს შეიკრიბებიან და იმსჯელებენ რუსებისთვის ვიზების მიცემის შეზღუდვაზე სრულიად ევროპულ დონეზე.

„ვაანონსებ, რომ ეს იქნება უმოკლესი განხილვა და ერთსულოვანი დამტკიცება“,- განაცხადა რადას სპიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა