რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ითხოვს

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ითხოვს

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განსახილველად 11 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ვადასტურებ. ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა უკრაინის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასთან დაკავშირებით. ეს საკითხი მოითხოვს დეტალურ საუბარს უშიშროების საბჭოს კოლეგებთან. უკრაინის პროვოკაციები არ უნდა იყოს დამალული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს პოლიანსკი.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის მონაწილეობა მოითხოვა, რომელმაც ამ საკითხზე მოხსენება უნდა მოამზადოს.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბა, თუმცა რუსული მხარე ბრალდებას უარყოფს და ელექტროსადგურის დაბომბვაში კიევს ადანაშაულებს.