სამართალდამცავებმა პარიზის აეროპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს

სამართალდამცავებმა პარიზის აეროპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„პოლიციამ დღეს დილით გაანეიტრალა პირი, რომელიც შარლ დე გოლის აეროპორტში დანით შეიარაღებული იმყოფებოდა და იმუქრებოდა“, - აცხადებენ საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციაში.

თვითმხილველების განცხადებით, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამართალდამცავების გაფრთხილების მიუხედავად, მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.