მედია - არიზონას სასაზღვრო პატრულმა 88 მიგრანტი დააკავა, მათგან 70-ზე მეტი უპატრონო ბავშვია

მედია - არიზონას სასაზღვრო პატრულმა 88 მიგრანტი დააკავა, მათგან 70-ზე მეტი უპატრონო ბავშვია

არიზონაში სასაზღვრო პატრულმა მიგრანტი ბავშვები დააკავა. როგორც მედია წერს, იზრდება აშშ-ის მექსიკის საზღვარზე ადამიანთა ტრეფიკინგის საფრთხის შიში.

ტუსონის სექტორის სასაზღვრო პატრულის წარმომადგენლები ჯგუფს არიზონაში სასაბეს სიახლოვეს წააწყდნენ. ჯგუფში ძირითადად გვატემალელი წარმოშობის ადამიანები იყვნენ.

ჯგუფი შედგებოდა 88 ადამიანისგან, რომელთაგან 7 ზრდასრული იყო. 81 დაკავებული ბავშვიდან 71 მშობლების ან აღმზრდელების გარეშე იყვნენ.