მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ გასული დღის განმავლობაში, სამხრეთ ფრონტზე 41 დამპყრობელი და რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში სამხრეთ ფრონტზე 41 დამპყრობელი და რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ ასევე რუსული საბრძოლო მასალის საწყობებსა და სამეთაურო პუნქტსაც დაარტყა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, გასულ დღეს უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 6 იერიში მიიტანა. გარდა ამისა, უკრაინულმა ბომბდამშენებმა მიკოლაევის ოლქში, ბაშტანკას რაიონში რუსული საბრძოლო მასალის ორ საწყობსა და აღჭურვილობაზე განახორციელეს იერიში.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული თვითმფრინავი Eleron-3 ჩამოაგდეს, როდესაც ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში საჰაერო დაზვერვის ჩატარება სცადეს. ხერსონის რაიონში კი - უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის ჯარების 126-ე ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს.

























