თავდაცვის მინისტრი პოდოლიაკის განცხადებაზე - არაერთხელ ვცადეთ, რომ ჩვენს უკრაინელ ძმებთან პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო - ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, სწორი არაა

ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, სწორი არ არის, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომლის თქმით, „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ უკრაინასთან ურთიერთობების დათბობა არაერთხელ სცადა.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. პოდოლიაკის თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. გარდა ამისა, მან ისაუბრა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და ის დარწმუნებულია, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია