მიხეილ სარჯველაძე -  თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი - ცრუ ბრალდებები მოტივირებულია სააკაშვილის გულშემატკივრობით

სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს, პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, როგორც ჩანს, მოტივირებულია სააკაშვილის გულშემატკივრობით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოდოლიაკის ბოლო განცხადება ლოგიკის კანონზომიერებას ემიჯნება.

„გამოდის, რომ თავს უნდა დაგვესხას, უმძიმესი ბრალდებები წამოაყენოს და შემდეგ გაგვაკრიტიკოს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხს ვითხოვთ. არავის, მათ შორის, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად რაიმე ბრალდება წამოაყენოს, თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში მაგალითად, პოდოლიაკი, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს. იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. როცა არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, შემდეგ ნუღარ უკვირს, რომ მიიღებს მკაცრ პასუხს, მითუმეტეს, ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და რბილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე იმსახურებდა ასეთი განცხადებები. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს. პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, რეალურად როგორც ჩანს, მოტივირებილია სააკაშვილის გულშემატკივრობით და არაფრით სხვით. სასჯელი აქვს დაკისრებული ბატონ სააკაშვილს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებია, მათ შორის საზღვრის კვეთაზე, რაზეც არ მგონია დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე ორი აზრი არსებობდეს. მკურნალობის საკითხს რაც შეეხება, თუკი ვინმე იტყვის, რომ მკურნალობის ისეთი სერვისი სჭირდება, რომლის მიწოდებაც საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით,"- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. როგორც მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ სურს ის უკრაინას გადასცეს, მაშინ შეუძლიათ მესამე ქვეყანას გადასცენ,რაც ჰუმანური დამოკიდებულება იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა