გია ვოლსკი - არ მეგულება ადამიანი, ვისაც ციხის პირობები მოუხდა, ათასობით ადამიანი იყო, რომლებიც სააკაშვილმა არა მხოლოდ ციხეში განათავსა, არამედ აწამა,  მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ მას სათანადო ყურადღება არ მიაქციონ

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ციხის პირობები მოუხდა და იქ გარკვეული პრობლემები არ შეექმნა - განცხადებები, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ათასობით ადამიანია, ვინც სააკაშვილმა აწამა“, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ მას სათანადო ყურადღება არ მიექცეს.

„არ მეგულება ადამიანი, ვისაც ციხის პირობები მოუხდა და იქ გარკვეული პრობლემები არ შეექმნა. ასეთი ადამიანი ათასობით იყო, რომლებიც სააკაშვილმა არა მხოლოდ ციხეში განათავსა, არამედ აწამა. მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილს სათანადო ყურადღება არ მიექცეს. თუ მისი ჯანმრთელობა დამატებით ჩარევას საჭიროებს, ჩვენი მედიცინა მოწოდების სიმაღლეზეა. ვაკვირდები და განცხადებები, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს