გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებითი რაოდენობის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას ზუსტი მართვადი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, M31A1-ის, დამატებით რაოდენობას გადასცემს, რომელსაც სამიზნეებისთვის დარტყმის მიყენება 80 კმ-მდე მანძილზე შეუძლია.
მისი თქმით, ეს შეიარაღება დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.
”სამხედრო მხარდაჭერის ეს უკანასკნელი ტრანში საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისგან. ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა აგზავნის ძალიან მკაფიო მესიჯს: ბრიტანეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ ეწინააღმდეგებიან ამ უკანონო ომს და დადგებიან მხარდამხარ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო დახმარების გაწევაში, რათა დაეხმარონ მათ პუტინის შეჭრისგან თავდაცვაში“, - აღნიშნა უოლესმა.

























