ვარკეთილში არსებული ავარიული კორპუსიდან 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

ვარკეთილში არსებული ავარიული კორპუსიდან 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, სანამ შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.

„ერთი წლის წინ, როცა ჩაგვბარდა ამ კორპუსის ავარიულობის შესახებ დასკვნა, მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა, ასევე, რამდენჯერმე შეხვედრა გვქონდა კორპუსის მოსახლეობასთან. მათ შევთავაზეთ, რომ ესარგებლათ გამგეობის პროგრამით, დროებითი საცხოვრებლის ფართის იჯარის გადახდის პროგრამით. სამწუხაროდ, 5-მა ოჯახმა ისარგებლმა მხოლოდ ამ პროგრამით, დანარჩენები კი კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩვენ ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა ეს კორპუსი და დღეს შეამჩნია საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, რომ მოხდა შენობის დამძიმება, მოხდა სახეცვლილება. ადგილზე გამოძახებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ევაკუირებულია მოსახლეობა. გადავიყვანეთ სასტუმროში ავტობუსით. სასტუმროში გაჩერდებიან, სანამ დალაგდება შესაბამისი ფართების მოძიება და შემდეგ ქირით გადავლენ. 15 ოჯახი, 50 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 5 ოჯახი ქირით გვყავდა გადაყვანილი. დანარჩენმა არ გამოთქვა სასტუმროში წასვლის სურვილი. მათ ურჩევნიათ, რომ ნათესავებთან გაჩერდნენ“, - განაცხადა გამგებელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა