აშშ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო-სადესანტო დივიზიას -„მყვირალა არწივები“ აგზავნის - რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში 2400 ჯარისკაცი განთავსდება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება გადაწყვიტა. ამ რეგიონებში საჰაერო სადესანტო დივიზია გაიგზავნება, რომელიც ცნობილია როგორც "მყვირალა არწივები".

ამის შესახებ ინფორმაციას ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მისია „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიგზავნება 101-ე საჰაერო- სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი.

„80 წლის შემდეგ ევროპაში ბრუნდება საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია, როგორც „მყვირალა არწივები“. ეს ხდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, ჩვენი მოკავშირეების დასამშვიდებლად და ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად“,- ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს