იერუსალიმში სროლის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა

ქალაქ იერუსალიმში, შეიარაღებულმა პირებმა სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი ავტობუსს და ავტოსადგომს ისტორიულ „დასავლეთის კედელთან“ ახლოს გაუხსნეს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიცია შეიარაღებულ პირებს ეძებს, რომლებიც თავდასხმის შემდეგ გაიქცნენ.

პოლიციის პრესსპიკერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ინციდენტი განიხილება, როგორც სავარაუდო ტერაქტი.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენმა ადამიანმა მოაწყო თავდასხმა, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სამართალდამცავები სულ მცირე ორ ეჭვმიტანილს ეძებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა