რომან გოცირიძე - ევროკომისიის ანგარიში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია - „წითელ ხაზად“ გასდევს სიტყვა, რომელსაც იმეორებენ უამრავჯერ: უკუსვლა, უკუსვლა, უკუსვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ყველაზე მძიმე შეფასებები ისმის, რაც კი როდისმე ევროკავშირს გაუკეთებია.

როგორც მან აღნიშნა, თუ არსებული სიტუაცია გაგრძელდება, საქართველოს არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, არამედ ვიზებსაც გააუქმებენ.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია. ეს თუ გაგრძელდა, არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღება, ვიზებსაც გაგვიუქმებენ იმიტომ, რომ „წითელ ხაზად“ გასდევს ერთი მთავარი სიტყვა, რომელსაც იმეორებენ უამრავჯერ-უკუსვლა, უკუსვლა, უკუსვლა, ყველა მიმართულებით უკუსვლა. წინსვლა არის პოლიტიკური პატიმრების დაჭერაში. თუ ერთი პოლიტიკური პატიმარი იყო, ახლა კიდევ რამდენიმე დაემატა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.

ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს