მედია - ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული შენობის ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი

ერევანში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რომელიც სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მოხდა, ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. ამის შესახებ Sputnik-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ჩამონგრევამდე შენობასთან ადამიანები იდგნენ, მაგრამ ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ჩამოინგრა შენობა, სადაც განთავსებული იყო პიროტექნიკის მაღაზია.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფება და როგორც მედია წერს, უახლოეს პერიოდში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო