პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - პოლონეთი ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერებას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავრზიკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ემხრობა ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების კუთხით. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იუწყება.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. „ამის წინააღმდეგი არიან ძირითადი წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები“ , - აღნიშნა პიოტრ ვავრზიკმა.

„იმის გამო, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნების წინააღმდეგობის დაძლევა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე, პოლონეთი მუშაობს ახალ გამოსავალზე“ , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პოლონური დიპლომატია უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს მოლაპარაკებებს ზოგიერთ წევრ სახელმწიფოსთან და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მსგავსი მოსაზრება აქვთ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.

„ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე უახლოეს კვირებში”, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა