მედია - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, შესაძლოა, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში სათადარიგო ნაწილების გადაწყობა დააკანონოს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ კანონმდებლობაში ცვლილებების შემუშავება დაიწყო, რომელიც ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს სათადარიგო ნაწილები ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადააწყონ, - ინფორმაციას რუსული მედია საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ ტასუნზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტის სამინისტრო უკვე მუშაობს ცვლილებებზე და მათი დამტკიცება, შესაძლებელია, 2023 წლის მარტში განხორციელდეს.
მანამდე, სააგენტო AviaPort-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლეგ პანტელეევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავების დაშლა მსოფლიოში გავრცელებული ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელიც რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

























