გაერთიანებულმა სამეფომ ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც როგორც კოვიდ-19-ის თავდაპირველი შტამის, ასევე „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედებს

გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა კორონავირუსის როგორც თავდაპირველი შტამის, ასევე „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინა.

მედიის ინფორმაციით, Moderna-ს ვაქცინას მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ მწვანე შუქი მას შემდეგ აუნთო, რაც დამტკიცდა, რომ ის გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ბუსტერ“ დოზა შეიცავს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო 25 მიკროგრამ ვაქცინასა და ვირუსის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგო 25 მიკროგრამ ვაქცინას.

ვაქცინა დასამტკიცებლად ასევე წარდგენილია ავსტრალიის, კანადისა და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი დოზას სექტემბრისთვის დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინა, რომელიც მუშაობს ორი ინფექციის წინააღმდეგ, ცნობილია როგორც ბივალენტური ვაქცინა.

გიორგი გობრონიძე - ჩინეთთან დაახლოებით ვიღებთ მეტად ექსტრაორდინარულ სიტუაციას
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2024
ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მაისის ანგარიშს აქვეყნებს
BTU-ს AI ჰაკათონის მონაწილეებისთვის MIT მასტერკლასს გამართავს
„თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა
ცელიაკია – ავიმაღლოთ ცნობიერება გლუტენის აუტანლობაზე
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი პარტნიორის - შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადება