ოლაფ შოლცი - მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს - გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაართულოს დიქტატურისგან თავის დაღწევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეჭვქვეშ აყენებს რუსი ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
”ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გვსმოდეს, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებებმა, რომელსაც იღებენ, არ უნდა გაართულოს დიქტატურისგან თავის დაღწევა.
„ყველა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“,- დასძინა შოლცმა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, მოუწოდა რუსი ტურისტების აკრძალვისკენ ევროკავშირში, რათა მათაც გადაიხადონ ფასი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის.

























