გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა მიბაძონ ლიეტუვის მაგალითს და დააწესონ სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა მიბაძონ ლიეტუვის მაგალითს და დააწესონ სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის

ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა მიბაძონ ლიეტუვის მაგალითს და დააწესონ სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„ხალხი იძულებული გახდა გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით ლიეტუვამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიან და ვიზებს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გასცემს.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს.

”მე ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.