ავღანეთში წყალდიდობას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, 100-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ ათობით სახლი გაანადგურა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

























