უკრაინამ კიდევ 19 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 19 დაღუპული დამცველის ცხედარი ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების მიზნით, მორიგი ოპერაცია ჩატარდა, უკრაინამ კიდევ 19 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“, - აცხადებენ უწყებაში.

























