მედია - ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონში მდებარე რუსულ ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის გვარდეისკოეს დასახლებაში მდებარე სამხედრო აეროდრომის თავზე შავი კვამლი ჩანს, - ინფორმაციას "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მანამდე, აღნიშნულ ავიაბაზაზე აფეთქებების ხმა გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხელისუფლება ამოწმებს ვერსიას საბრძოლო მასალის საცავზე მცირე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

























