ვლადიმერ პუტინი - დასავლეთს სჭირდება კონფლიქტები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ აშშ და მისი მოკავშირეები ერევიან სხვა ქვეყნების საქმეებში, აწყობენ პროვოკაციას და სამოქალაქო ომებს

დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების მე-10 კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს სჭირდება კონფლიქტები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ აშშ და მისი მოკავშირეები აქტიურად ერევიან სხვა ქვეყნების საქმეებში, აწყობენ ყველანაირ პროვოკაციას და სამოქალაქო ომებს.

რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთის ჰეგემონია მთელი მსოფლიოსთვის სტაგნაციას ნიშნავს. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია დაძაბულობის შემცირება და საერთო საფრთხეების დაძლევა თანამედროვე მრავალპოლარული მსოფლიო სისტემის გაძლიერებით.

„რუსეთი გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისკენ“, - აღნიშნა პუტინმა.

როგორც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, მულტიპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბების ობიექტურ პროცესებს „ეწინააღმდეგებიან დასავლური გლობალისტური ელიტები, რომლებიც ქაოსს თესენ ძველი და ახალი კონფლიქტების გაღვივებით და ეგრეთ წოდებული შეკავების პოლიტიკის განხორციელებით, რაც არსებითად ძირს უთხრის განვითარების ნებისმიერ ალტერნატიულ სუვერენულ გზას“.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ გლობალისტური ელიტები ცდილობენ ქვეყნები და ხალხები ნეოკოლონიალური წესრიგის ბატონობაში შეინარჩუნონ.

„მათი ჰეგემონია სტაგნაციას ნიშნავს მთელი მსოფლიოსთვის და მთელი ცივილიზაციისთვის და მოიცავს ფანატიზმს, გაუქმების კულტურასა და ნეოლიბერალურ ტოტალიტარიზმს“, - დასძინა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა