იენს სტოლტენბერგი - რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს, საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცებამ ადგილზე ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების დაშვება და რუსული ძალების გაყვანის უზრუნველყოფა.

ცნობისთვის, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია მარტიდან მოყოლებული რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბირთვული ობიექტი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ იქცა თავდასხმის სამიზნედ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს