ალჟირში ტყის ხანძარს მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირის ჩრდილოეთი ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, კამელ ბელჯუდის განცხადებით, 24 ადამიანი ელ ტარფში, ტუნისის საზღვართან, დაიღუპა. ამასთან, ხანძარმა დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა სეტიფში. სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ელ ტარფი დაზარალდა, სადაც ხანძრის 16 კერა ფიქსირდება.
ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ვერტმფრენების მხარდაჭერით ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა პროვინციებიდან 350-მდე მცხოვრებია ევაკუირებული.
ჩრდილოეთ ალჟირს ტყის ხანძრებთან გამკლავება ყოველ წელს უწევს. გასულ წელს ხანძრის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა და 100 000 ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა.

























